საქართველო

ზურაბ რთველიაშვილი: პირველი პერფორმერი

ზურაბ რთველიაშვილი 1967 წელს დაიბადა. იგი პოსტ-საბჭოთა ხელოვანების იმ თაობას მიეკუთვნება, რომელთაც ქართული ლიტერატურის ვექტორი რადიკალურად შეცვალეს. მან თავის პოეზიაში წარმოადგინა ლინგვისტური და კონცეპტუალური ექსპერიმენტების სრულიად ახალი ხედვა.

მისი ექსპერიმენტები ტექსტის საზღვრებს ცდება. ზურაბ რთველიაშვილი ხმოვანი პოეზიის და პოეტური პერფორმანსების ერთ-ერთი პიონერი იყო საქართველოში. იგი 90-იანი წლების ხელოვანების იმ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც ავანგარდის პრინციპების ერთგულები დარჩნენ. თავის სტატიებსა და პოეზიაში ავტორი ხაზს უსვამს ავანგარდული იდეალების შენარჩუნების და მათი თანამედროვე სახელოვნებო რეალობად ქცევის მნიშვნელობას. ზურაბის ლექსები არაერთ პოეტურ ანთოლოგიაშია შესული.

21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში ზურაბ რთველიაშვილი თავის თანამოაზრე შემოქმედებთან ერთად პოლოფონიურ პოეზიასა და რევოლუციურ ქუჩის თეატრზე მუშაობდა. მისი რწმენით, პოეტისთვის აუცილებელია დისკურსებისა და სურათების მუდმივი ცვლა. პოეტმა მრავალი წელი იცხოვრა საკმაოდ რთულ, სუბალტერნულ პირობებში, რამაც მის პოეზიაზე დიდი გავლენა იქონია - მან შეძლო კლასობრივი და ენობრივი სხვაობის უკეთ აღქმა.

ზურაბ რთველიაშვილმა 2012 წლის სექტემბერში საერთაშორისო შემოქმედებით სიმპოზიუმში Voloshin's გამარჯვება მოიპოვა.