მარიამ წიკლაური დაიბადა თბილისში, 1960 წელს. იგი მუშაობდა სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემების რედაქტორად. მარიამი თავის პოეზიაში უამრავ
მნიშვნელოვან თემას ეხება პოეტი ქალის მხატვრული ენით. იგი ასევე წერს საბავშვო ლექსებს.
მარიამის ლექსები, თარგმანები, ესეები და სტატიები რეგულარულად იბეჭდება ქართულ პერიოდიკაში. მისი პოეზია თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, ლიტვურ, სომხურ და რუსულ ენებზე. მარიამ წიკლაურს მიღებული აქვს მრავალი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის „გალა“, „საგურამო“ და მაყვალა მრევლიშვილის პრემია.
„მარიამ წიკლაურის პოეზია – თავისი ლირიკული და ეპიკური განშტოებანით – სახიერი ნიმუშია, თუ რას ნიშნავს ტრადიციული და მოდერნისტული ძიებების ჰარმონიული შერწყმა, ეროვნულ ფესვზე ამოზრდილი მხატვრული ხილვები, ბუნებრივი, ძალდაუტანებელი, შთამბეჭდავი, ადამიანური სულის უღრმესი შრეების სუნთქვა რომ მოაქვს...“