საქართველო

ლელა კოდალაშვილი: აშიშვლებს გრძნობებს

მწერალი, დრამატურგი და ლიტერატურის კრიტიკოსი ლელა კოდალაშვილი დაიბადა 1969 წელს. დაამთავრა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და ფილოსოფიის ფაკულტეტები. ამჟამად არის ლიტერატურული ჟურნალის, ,,ახალი საუნჯე’’ ერთ-ერთი რედაქტორი. მისი პუბლიკაციები დაბეჭდილია რიგ ქართულ ლიტერატურულ გაზეთებსა და ჟურნალებში. მისი პიესა ,,ცოლები გეგმავენ ღალატს’’ წარმატებით დაიდგა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე. 2017 წელს ავტორი მიწვეულია პარიზში „ორიენტალური ენების და ცივილიზაციების ნაციონალური

ინსტიტუტის“ კონფერენციაზე, პოსტ-საბჭოთა ლიტერატურის შესახებ მოხსენების წასაკითხად. მისი მოთხრობები, პიესები და ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ, სლოვაკურ და უკრაინულ ენებზე. ლელა „თამამად და ოსტატობით ძერწავს პერსონაჟებს, აშიშვლებს გრძნობებს, სახელს არქმევს დროში განფენილ და მჭიდროდ შეკრულ ტკივილიან განცდებს.”