საქართველო

გიორგი არაბული: საკუთარი თავის, ღმერთისა და გზის ძიება

გიორგი არაბული დაიბადა 1991 წელს. სწავლობდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე. გიორგის გამორჩეული პოეტური ხმა აქვს, რომელსაც მისი მშობლიური მხარისთვის, ხევსურეთისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა აქვს, მაგრამ ამავე დროს სრულიად ახალ განზომილებებს ქმნის პოეზიაში.

2012 წელს გამომცემლობა ინტელექტმა მისი ლექსების კრებული “გზაზე გასვლა“ გამოსცა, რომელსაც დიანა ანფიმიადის წინასიტყვაობა აქვს წამძღვარებული: “ახალგაზრდული გახელება, საკუთარი მიწისა და კუთხის სიყვარული, ცოტაოდენი ეთნოგრაფიული ჩანახატები, უაღრესად თანამედროვე პოეზია, საკუთარი თავის, ღმერთისა და გზის ძიება”.

2012 წლიდან გიორგი დუშეთის თეატრის მთავარი რეჟისორია.

2016 წელს წინანდლის პრემია მიიღო პოეზიაში.