საქართველო

დიანა ანფიმიადი: წინასწარმეტყველება მურაბით

პოეტი, პუბლიცისტი, ლინგვისტი და მთარგმნელი დიანა ანფიმიადი 1982 წელს დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი ქართველური ენების სპეციალობით და მაგისტრატურა - ზოგადი ლინგვისტიკის მიმართულებით. ამავე უნივერსიტეტში მუშაობს თავის სადოქტორო შრომაზე კომპარატივისტიკასა და კორპუსის ლინგვისტიკაში. აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო და ლიტერატურულ პერიოდიკასთან.

დიანას გამოცემული პოეტური და პროზაული კრებულები, მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული ჯილდო და პრემია. მისი ლექსები შესულია მრავალ ქართულ ანთოლოგიაში. დიანას პოეტური რადარი განსაკუთრებით მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევა, მისი ლექსები უბრალო ადამიანური გრძნობებით დატვირთული, ჰუმანისტური ტექსტებია. დიანას გამოცემული აქვს ორი კულინარიულ-მხატვრული პროზაული კრებული, „პირადი კულინარია“ და „წინასწარმეტყველება მურაბით“.