ბექა ქურხული დაიბადა 1974 წელს. მისი პირველი ნოველები 1991 წელს გაზეთ „მამულში“ იბჭდებოდა, მას შემდეგ ბექა რეგულარულად აქვეყნებს ტექსტებს ლიტერატურულ ჟურნალებში. 1999-2004 წლებში იყო გაზეთ დილის გაზეთის რეპორტიორი, საქართველოსა და კავკასიის კონფლიქტურ რეგიონებში. ხშირად იყო მივლინებული სხვადასხვა ცხელ წერტილებში. აკეთებდა რეპორტაჟებს აფხაზეთიდან (გალის რაიონი, კოდორის ხეობა), ცხინვალის რეგიონიდან (ცხინვალი, ნიქოზი, დიდი ლიახვის ხეობა, თამარაშენი), ჩრდილოეთ ოსეთიდან და ინგუშეთიდან (ვლადიკავკაზი, ნაზრანი, მაგასი), აზერბაიჯანიდან (ბაქო), პანკისის ხეობიდან. ომის რეპორტიორად მუშაობის გამოცდილებამ დიდი გავლენა იქონია ბექას ლიტერატურულ შემოქმედებაზე.
მისი პირველი წიგნი „წერტილი... დაკარგული ტერიტორიის დაკარგული ადამიანები“ 2004 წელს გამოიცა. 2005 წელს რომანისთვის „სახლი სხვაგან“ ავტორს ლიტერატურული პრემია „საბა“ გადაეცა. მისი რამდენიმე მოთხრობა შესულია გამომცემლობა „პალიტრა ელის“ მიერ გამოცემულ რჩეული მოთხრობების კრებულში.