საქართველო

აკა მორჩილაძე (ნამდვილი სახელი - გიორგი ახვლედიანი) 1966 წელს დაიბადა. იგი ყველაზე გამორჩეული და აღიარებული ავტორია ქართულ ლიტერატურაში.

მწერალი სწავლობდა და მოგვიანებით თავად ასწავლიდა საქართველოს ისტორიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი ასევე მუშაობდა სპორტულ ჟურნალისტად ყოველდღიური გაზეთისთვის. 2000 წელს მონაწილეობდა ევროპის „ლიტერტურულ ექსპრესში“.

აკა მორჩილაძეს ოცამდე რომანი და მთხრობების სამი კრებული აქვს გამოცემული 1998 წლიდან. იგი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან თანამშრომლობს. ავტორი თავის ტექსტებში თანაბარი ოსტატობით მოგვითხრობს როგორც თანამედროვე, უბანული ქართული ცხოვრების შესახებ, ასევე შუა საუკუნეების ისტორიულ ამბებს.

2005-2006 წლებში მწერალს მიჰყავდა საკუთარი საავტორო ტელეგადაცემა ლიტერატურის შესახებ. მისი ტექსტების მიხედვით შექმნილია მრავალი სცენარი და გადაღებულია არაერთი ფილმი. ისევე როგორც მის საყვარელ ავტორს, მილორად პავიჩს, აკა მორჩილაძესაც სჯერა, რომ არ არის აუცილებელი რომანი ერთ კონკრეტულ ხაზს მიჰყვებოდეს თხრობის დასაწყისიდან დასასრულამდე. მწერალი ემხრობა უმბერტო ეკოს თეორიას მკითხველის როლის შესახებ.

დღეს ავტორი ლონდონსა და თბილისში ცხოვრობს. მას მიღებული აქვს არაერთი ქართული ლიტერატურული პრემია. აკა მორჩილაძის ტექსტები მრავალ ქვეყანაშია გამოცემული.